წყალტუბოში წყლის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდა
14 მარტი 2013
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ.წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.კონტრაქტორმა ფირმამ ” ნიუ ქონსტრაქშენი” სატუმბი სადგური შეაკეთა. ძველი წყლის მილები ჩაანაცვლეს წნევიანი მილსადენით. მიწაში ჩაიდო პოლიეთილინის და ფოლადის მილები. დამონტაჟდა წყალსადენის 2 ტუმბო-აგრეგატი და ელექტრომოწყობილობები.
წყალტუბოს ტრანზიტული მილის რეაბილიტაციის საერთო ღირებულებაა 320, 202. 97 ლარი.