6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღსა და წნორს განახლებული გზით დაუკავშირდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსმუნიციპალური განვითარების ფონდი,
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული დამუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე 80 ადამიანიადასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა.
აღნიშნული გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი, პარალელურ რეჟიმში კი გზის დანარჩენ 3 კმ-ზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში გზის საფარის, მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის
კიუვეტების, ლითონისმილების მოწყობა და გვერდულების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე, ეზოს
შესასვლელებთან არსებული და ზიანებული მილების დემონტაჟი ხორციელდება. არსებული გზა,
რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6- ზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან აკავშირებს, მთლიანად
ამორტიზებული იყო. მას რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულებისშედეგად,
6 სოფლის მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენაგააადვილებს
მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე - კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულცენტრებამდე.
ამასთან, აღნიშნული სოფლებისთვის ეს გზა უმოკლესია დედაქალაქთან დასაკავშირებლად.