პრემიერ -მინისტრმა წყალტუბოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურილი პროექტების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით წყალტუბოში, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალქის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს , სამუშაოებზე ჯამში 500 ადამიანზე მეტი დასაქმდა, ამჟამად სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და პროექტების ძირითადი ნაწილი საკურორტო სეზონისთვის , ხოლო სრულად, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
სარეაბილიტაციო პროექტის მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოები კომპლექსურად მიმდინარეობს და ერთდროულად 10 ინფრასტრუქტურილი პროექტი ხორციელდება , აქედან 2 პროექტი უკვე დასრულდა, 7 დასკვნით ფაზაშია: წყალტუბოს „ცივიტბისა“ და ცენტრალური პარკის, გზების, ბილიკების, საფეხმავლო ხიდების, სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემების აღდგენა და გარეგანათების მონტაჟი. პრემიერ -მინისტრმა მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, შეიქმნება ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. გაუმჯობესდება: ტურისტულ ცენტრებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მომსახურება და ინსტიტუციური შესაძლებლობები, ადგილზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (ოჯახური ტიპის სასტუმროები, მაღაზიები, კაფეები დაა.შ) ხელსაყრელი პირობები შეექმნება, რაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეაბილიტაციის პროექტი ხელსაყრელ გარემოს შექმნის ბალნეოლოგიური კურორტის მუშაობისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის განვითარებისთვის, რაც წყალტუბოს წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს.
პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან და წყალტუბოს გამგებელ კონსტანტინე მამისეიშვილთან ერთად ახლად გაკეთებული ბალნეოლოგიური აბაზანები დაათავლიერა და სს”ბალნეოსერვისი” მენეჯმენტს გაუსაუბრა. აბაზანები განთავსებულია ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე , ეს არის ცენტრი, სადაც ყველა სახის მკურნალობას იტარებს დამსვენბელი. 2014 წელს აბაზანის ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია განახლდა , თითქმის სრულად რეაბილიტირდა ბალნეოლოგიური სიტსემა . ანალოგიური სამუშაოები ბოლო 30 წელია არ ჩატარებულა, ამის პარალელურად შენდება ახალი აბაზანა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. 2014 წელს წყალტუბოში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა მკურნალობა, საკურორტო ქალქმა ამავე რაოდენობის ტურისტებს უმასპინძლა. წელს, ვინაიდან უკვე მთლიანად ქალაქის რეაბილიტაცია ხორციელდება წყალტუბო 2-ჯერ მეტ დამსენებელს ელის.
ქალქის რეაბილიტაციის ფარგლებში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი გარემო: მინი გოლფის მოედანი, ჩოგბურთის - ბალახისა და გრუნტის საფარიანი მოედნები თავისი საშხაპეებით, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, საყვავილე პიქსელები და ბაღები, მოეწყო წვიმისა და უამინდობის დროს გამოსაყანებელი თავშესაფრები (2 პასაჟი), დეკორატიული აუზები, მოცეკვავე შადრევანი, ამფითეატრი და ღია კაფე. გაკეთდა 4 ველოსადგომი. მთელ ტერიტორიაზე დაგებულია მიწის დონიდან აწეული ბილიკები. რეაბილიტაციის ფარგლებში ერთ-ერთი საკვანძო პროექტი “ცივი ტბის” ტერიტორიის სრულად მოწესრიგება იყო, შესაბამისად„ცივი ტბის“ ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები: კაფე და პირსი, ნავების პირსი, საცურაო აუზები საჭირო ინფრასტრუქტურით, ბუნგალო, 2 საფეხმავლო ხიდი, დამონტაჟდა წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბიდან გამყვან არხებს: გაიწმინდა დანალექი გრუნტისგან და გაიმართა 2 ჰიდროკვანძი.
ამას გარდა„ცივიტბისა“ და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი ქსელი და განახლდა და გასუფთავდა მწვანე საფარი. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასევე წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია და ცენტრლური პარკის და „ცივიტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ ობიექტებთან წყალსადენი ქსელი მოეწყო.
აღნიშულის პარალელურად მიმდინარეობს წყალტუბოს თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფასადის სრული განახლება, ცენტრალური შესასვლელისა და კიბის მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციებით მოწყობა, გრანიტის ფილებით მოპირკეთება, მეტალოკრამიტით გადახურვა და თეატრის ირგვლივ არსებული გრანიტის ფენილის აღდგენა.
ამავდროულად მიმდინარეობს კრინიგზის სადგურის რეაბილიტაცია, აღსანიშნავია, რომ რკინიგზის სადგურის შენობის გარე და შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის პირველი სართული კურორტის მართვის ოფისს გადაეცემა. გაკეთდა და გარემონტთა 10 ხიდი ,რომელიც მოპირკეთდა, მოიკირწყლა და გაფორმდა მხატვრული მოაჯირებითა და მოზაიკით. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ შადრევნს, აღდგა და დამონტაჟდა დეკორატიული ელემენტები.
წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი პოლიციის შენობაში მუნიციპალიტეტის საკრებულო განთავსდება. პარალელურად მიმდინარეობს გამგეობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: ფასადისა და შიდა კედლების დამუშავება, შენობის გადახურვა მეტალოკრამიტის ფურცლებით, იატაკის, ლამინირებული პარკეტით დაფარვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, ფასადზე ფრონტონების მოწყობა ნაძერწი ელემენტებით. გამგეობის რეაბილიტირებულ შენობაზე ქალაქის მთავარი საათი განთავსდება. კეთილმოეწყო გამგეობის მიმდებარე ტერიტორია: დამონტაჟდა განათება, გაიმართა მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელი.
კურორტის რეაბილიტაციის პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარეგანათებას. წრიული გზის, ცენტრალური პარკის და „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის გასანათებლად მთლიანობაში გამოყენებულია: 716 სხვა და სხვა ტიპის დგარი რკინა-ბეტონის ფუნდამენტზე, 1170 სხვა და სხვა ტიპის სანათი, მათ შორის 276 ბილიკისა და 13 დეკორატიული - წყალქვეშა სანათები, დამონტაჟებულია 16 გამანაწილებელი ფარი ავტომატური ამომრთველებითა და ფოტორელეთი, გარე განათების მონტაჟისთვის სულ გამოყენებული იქნა 31 336 მაღალი ხარისხის ელექტროკაბელი.რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო ველობილიკები და გაიმართა ავტოსადგომები.
ამავდროულად წყალტუბოში ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია სტადიონის მშენებლობას ახორციელებს. სტადიონი საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად მოეწყობა და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.