მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე
საქართველოს მთავრობამ (”სესხის ამღები”) მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის (”ბანკი”) სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტის დასაფინანსებლად (WIMPII). მოცემული საერთაშორისო მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე დაკავშირებულია წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობის კონტრაქტთან, წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული ოცდარვა ქალაქისთვის.
საქართველოს მუნიციპალური ფონდი აცხადებს ინტერესის გამოხატვას წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურებაზე წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტის (ევროპის საინვესტიციო ბანკი) ფარგლებში.
აღნიშნული მომსახურება მიზნად ისახავს ბანკის მიერ დაფინანსებული წყალსადენის პროექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობის ორგანიზებას. სამუშაოები განხორციელდება FIDIC-ის 2010 წელს გამოცემული წითელი წიგნის სანიმუშო კონტრაქტის ფარგლებში.
WIMPII-ს ზედამხედველობა