ტენდერი ქ. ზუგდიდიში ხუბულავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

გამოქვეყნებულია: 4 სექტემბერი 2013    /    ძალაშია: 25 სექტემბერი 2013

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს ქ. ზუგდიდიში ხუბულავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობამ, 2013 წლის 22 აგვისტოს #1112 განკარგულების საფუძველზე, დაავალა სმგფ-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენებით მოახდინოს ქ. ზუგდიდიში ხუბულავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა და განხორციელება. სამუშაოები მოიცავს საგზაო საფარის აღდგენას, სანიაღვრე სისტემის და ტროტუარების საფარის მოწყობას.

 

დეტალებისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=92625&lang=ge