გამყოფი ხაზის სამი სოფლის 3000-ზე მეტ მოსახლეს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
26 აპრილი 2015
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გამყოფი ხაზის სამ სოფლეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე ზემო ხვითის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 3,386,397.86 ლარია. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა. პროექტის განხორციელების შედეგად სამი სოფლის 880 ოჯახი, უფრო კონკრეტულად კი 3000-ზე მეტი მოსახლე 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.