აზიის განვითარების ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმები განიხილეს
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე გიორგი სომხიშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური ოფისის წარმომადგენელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის- თბილისი -რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე სექციის ტედენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობის თხოვნით, მაგისტრალის მშენებლობის პროცესში არაკვალიფიციური მუშა ხელი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, რის შედეგადაც ათეულობით მოქალაქე დასაქმდება. აღნიშნულ შეთავაზებაზე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს.
გარდა ამისა შეხვედრაზე განხილულ იქნა ანაკლიის ნაპირდაცვითი სამუშაოების პირველი სექციის ტენდერის გაგრძელების შესახებ საკითხი. ამასთან შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების მესამე ტრანშის პროექტებიც დააზუსტეს.
შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური ოფისის პროექტების მართვის ხელმძღვანელი პირების გარდა საქართველოში “ ADB”- ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელიც ესწრებოდა.
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი სამომავლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.