სატენდერო განცხადება - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნინოწმინდისა და დავით გარეჯის მცირე რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

გამოქვეყნებულია: 10 ივნისი 2015    /    ძალაშია: 13 ივლისი 2015

 საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული  განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის:  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნინოწმინდისა და დავით გარეჯის მცირე რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

 

პროექტი ითვალისწინებს:

 

დავით გარეჯის-სამონასტრო კომპლექსის  რეაბილიტაციის სამუშაოებს, სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, ასევე მცირე ინფრასტრუქტურული შენობების სხვა და სხვა სახის მოპირკეთებით სამუშაოებს, წყლის და კანალიზაციის ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაციას.

 

ნინოწმინდა სამონასტრო კომპლექსში მდებარე შენობების მცირე რეაბილიტაციას, მცირე ინფრასტრუქტურული შენობების მშენებლობას, არსებული ინფრასტრუქტურული შენობების კეთილმოწყობასწყლის და კანალიზაციის ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაციას.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

     https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=152641&lang=ge