გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში და გამარჯვებში შიდა გზების მოასფალტება და ფოლადაანთკარში ხიდის და ბოგირის მშენებლობა

გამოქვეყნებულია: 20 სექტემბერი 2013    /    ძალაშია: 20 სექტემბერი 2013

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში და გამარჯვებში შიდა გზების მოასფალტების, აგრეთვე სოფ. ფოლადაანთკარში ხიდის და ბოგირის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობამ, 2013 წლის 26 აგვისტოს #1120 განკარგულების საფუძველზე, დაავალა სმგფ-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მოახდინოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში და გამარჯვებში შიდა გზების მოასფალტება, აგრეთვე სოფ ფოლადაანთკარში ხიდის და ბოგირის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა და განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს სოფ. სართიჭალაში და გამარჯვებაში გზების რეაბილიტაციას, ხოლო სოფ. ფოლადაანთკარში ხიდისა და ბოგირის რეაბილიტაციას. დაგეგმილია გზის საფარის აღდგენა და ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა.

 

დეტალებისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=93449&lang=ge