გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. კრწანისში, კუმისში და თელეთში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები
გამოქვეყნებულია: 20 სექტემბერი 2013 / ძალაშია: 20 სექტემბერი 2013
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. კრწანისში, კუმისში და თელეთში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
საქართველოს მთავრობამ, 2013 წლის 26 აგვისტოს #1120 განკარგულების საფუძველზე, დაავალა სმგფ-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მოახდინოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. კრწანისში, კუმისში და თელეთში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა და განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს სოფ. კრწანისის, კუმისის და თელეთის შიდა გზების რეაბილიტაციას და გზის საფარის აღდგენას.
დეტალებისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული: