საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს. ბურჭულაძე ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 14 ივლისის #287 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2015 წლის მაისიდან მუშაობს და აქამდე აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას კარგად იცნობს.
ჯუანშერ ბურჭულაძე მუნიციპალური განვითარების ფონდამდე, 2010-2015 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი იყო.
1994 – 1998 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი (BBA - საბანკო-საფინანსო) დაამთავრა. 1999 წელს კი ბრიტანეთში, ოქსფორდის (Swan) სკოლა. ჯუანშერ ბურჭულაძე თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს. ბურჭულაძეს 2013-2014 წლებში გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2 პირადი მადლობა აქვს მიღებული.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ფონდის დირექტორის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი შეცვალა.თავად დარჩიაშვილი კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა.