ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ხიდების და გვირაბების სტრუქტურული საინჟინრო ლაბორატორიის ტექნიკური დახმარების საკონსულტაციო მომსახურება
საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (ტრანში 2) დასაფინანსებლად და აპირებს აღნიშნული სესხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ხიდების და გვირაბების სტრუქტურული საინჟინრო ლაბორატორიის ტექნიკური დახმარებას. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არის პროექტის განმახორციელებელი სააგენტო, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას მჭირდოდ ითანამშრომლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ხიდებისა და გვირაბების ლაბორატორიასთან.
დეტალები იხილეთ ბმულზე: Request for Expression of Interest - Bridge Lab