ინფრასტრუქტურის მინისტრი და მგფ-ის დირექტორი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობას გახსნიან
28 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოებს გახსნიან. 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაახლა. პროექტის განხორციელების შედეგად გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტამდე“. ასევე, პროექტის ფარგლებში დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. მინისტრი და ფონდის დირექტორი პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირისა და შავიშვილის ქუჩის კვეთაზე, მეტროსადგურ უნივერსიტეტის სამშენებლო მოედანი (შახტა #50 ).