კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო) და იყალთოს ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები - ფაზა 2

გამოქვეყნებულია: 31 ივლისი 2015    /    ძალაშია: 1 სექტემბერი 2015

კონტრაქტის/ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/34-2015

 

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული  განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის:  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო) და იყალთოს ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები - ფაზა 2

 

პროექტი ითვალისწინებს:

 

იყალთო:

  1. მცირე ბაზილიკას ტიპის ეკლესიის აღდგენა-რეაბილიტაცია - სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ძირითადი გალავნის  გარეთ და ხელოვნებათმცოდნეების აზრით, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.
  2. იყალთოს სამონასტრო კომპლექსთან ახლად მოწყობილი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული შენობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება. აღნიშნული შენობა წარმოადგენს სუვენირების მაღაზიას და საზოგადოებრივ ტუალეტს.
  3.  იყალთოს ინფრასტრუქტურული შენობის წყალმომარაგება და ჭის, სასმელი წყლის რეზერვუარის და ბიოლოგიური წყალგამწმენდი ნაგებობის მოწყობა.

შუამთა:

  1.    ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსის ეზოში მოწყობილი ბილიკების ხელახალი მოწყობა (რეორგანიზება) და ტერასული ლანდშაფტის მოწესრიგება. გარდა ამისა, მონასტრის პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია სამონასტრო ტერიტორიაზე მცირე საავტომობილო გზის მშენებლობაც. 
  2.  ცენტრი: „საინფორმაციო კარიბჭე“ - პროექტი ითვალისწინებს დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული შენობის  მოპირკეთების სამუშაოებს და მის ფუნქციურ აღჭურვას. აღნიშნული შენობა წარმოადგენს მცირე „ბელვედერს“ და საზოგადოებრივ ტუალეტს.
  3. „ახალი შუამთა“ - პროექტით გათვალისწინებულია დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული შენობის  მოპირკეთების სამუშაოები და მისი ფუნქციური აღჭურვა. აღნიშნული შენობა წარმოადგენს სუვენირების მაღაზიას და საზოგადოებრივ ტუალეტს.
  4.  „ძველი შუამთა“  - პროექტით გათვალისწინებულია დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული შენობის  მოპირკეთების სამუშაოები და მისი ფუნქციურ აღჭურვა. აღნიშნული შენობა წარმოადგენს სუვენირების მაღაზიას და საზოგადოებრივ ტუალეტს.
  5. პროექტი ითვალისწინებს სამივე ინფრასტრუქტურული შენობის წყალმომარაგებას და ჭის, სასმელი წყლის რეზერვუარის და ბოლოგიური წყალგამწმენდი ნაგებობის მოწყობას.

             

              დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

                                                       https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=158091&lang=ge