მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის (SUTIP 2) დეტალური პროექტის საწყისი გარემოსდაცვითი კვლევის დოკუმენტი

16 ნოემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

მდგრადი ურბანული სატრანსპორტო ქსელის განვითარება საქართველოს ურბანული ტერიტორიების განვითარების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა გააძლიეროს თბილისის, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრის ფუნქცია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აზიის განვითარების ბანკის (აგბ) დაფინანსებით, მიმდინარე მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP) (მე-2 ტრანში) მოიცავს მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინს მოწყობას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი გზაჯვარედინის მოწყობა არსებულ გზაზე, რაც უზრუნველყოფს მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინზე  შუქნიშნების გაუქმებასა და გზის აღნიშულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილების შესაძლებლობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მიწისქვეშა გადასასვლელების სიგრძე იქნება 31.0 მ და 51 მ, შესაბამისად.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I დანართი არ მოიცავს აღნიშნული პროექტი გათვალისწინებულ საქმიანობას. შესაბამისად, პროექტი არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების  დოკუმენტის მომზადებას. აგბ-ს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის (2009 წ.) საფუძველზე, პროექტი განეკუთვნება აგბ-ს „ბ“ კატეგორიის პროექტს. საწყისი გარემოსდაცვითი კვლევის დოკუმენტის მომზადება მოხდა აგბ-ს უსაფრთოხების პოლიტიკის დოკუმენტის (2009 წ.) შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესის თანახმად.  დოკუმენტი შეითანხმა დონორმა. უზრუნველყოფილ იქნა დოკუმენტის საჯარო ხელმისაწვდომობა და მისი საჯარო განხილვა მოხდა 2018 წ. 14 ნოემბერს გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე.

საწყისი გარემოსდაცვითი კვლევა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მართვის გეგმას, გარემოზე პროექტით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების და/ან აღნიშნული ზემოქმედების შერბილების მიზნით. საწყისი გარემოსდაცვითი კვლევა:

  • აღწერს არსებულ სოციო-გარემო პირობებს პროექტით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში;  
  • ასახავს შესაძლო ზემოქმედების მოცულობას, ხანგრძლივობას და სირთულეს;
  • ყველა მნიშვნელოვანი ხასიათის ზემოქმედების ანალიზს; და
  • განსაზღვრავს შემარბილებელ ქმედებებს და წარმოადგენს მათ გარემოსდაცვითი მართვის გეგმაში.

საწყისი გარემოსდაცვითი დოკუმენტის საბოლოო ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

არატექნიკური რეზიუმე


გელოვანის კვანძი - გარემოსდაცვის მართვის გეგმა-ქართული1

 

IEE-Gelovani-ENG-final for disclosure