გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო განხილვა

19 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: გურჯაანი
დონორი: GOG

             2018 წლის 25 დეკემბერს, 13:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გაიმართება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის შუალედური ეტაპის საჯარო განხილვა.

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას.

 

მისამართი - ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი # 13

 

საკონტაქტო პირი:

-         ნინო დვალი , პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახური.

             მობ: +995 599 69 44 96, ელ-ფოსტა: ndvali@mdf.org.ge