გიორგი ციბაძე

გიორგი ციბაძე   (28 აგვისტო , 1980, თბილისი) - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე 2021 წლის ნოემბრიდან.

 

2019 წლის მარტიდან 2021 წლის ოქტომბრამდე ეკავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის მარტამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, მუშაობდა ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, 2015-2018 წლებში, ამავე პოზიციას იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. 2012-2015 წლებში, იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საფინანსო სამმართველოს უფროსი, 2012 წელს, ამავე დეპარტამენტში მუშაობდა ეკონომიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI)  (Penal Reform International, Regional office) სამხრეთ კავკასიის ოფისში 2002-2004 წლებში იყო საინფორმაციო სისტემების ოფიცერი, 2005 წელს პროექტის კოორდინატორი, 2005-2012 წლებში კი ფინანსური მენეჯერი. 2003-2006 წლებში, ცენტრ „ემპათია“-ში მუშაობდა მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად, 2006-2012 წლებში ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. 2009-2012 წლებში, მუშაობდა ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში, ქალთა კლუბ პეონში და ტრენერთა საკვალიფიკაციო ცენტრში, ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება „GESAP” -ში საინფორმაციო სისტემებისა და დისტრიბუციის მენეჯერი.

 

განათლება

 

2002 წელს, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საფინანსო გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით (ბაკალავრი)

2004 წელს, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საფინანსო გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით ( მაგისტრი)

 

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.