განცხადება საკონკურსო წინადადებების მოწვევაზე - კონტრაქტის/ტენდერის #: USAID/W/ICB/01-2015

გამოქვეყნებულია: 24 სექტემბერი 2015    /    ძალაშია: 8 ოქტომბერი 2015

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეესრთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მეშვეობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების   მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის , ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების  და იძულებით გადაადგილებულ პირთა  მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს: „ზუგდიდის, სენაკის, ხონის, ფოთის, ქუთაისის, წყალტუბოს, ახალსოფლისა და ვერხვების დევნილთა დასახლებებში ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და ხონის, ფოთისა და წყალტუბოს დასახლებებში სპორტული მოედნების მშენებლობის“ მიზნით.

 

პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯური ტიპის დასახლებების და

კოლექტიური ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 

შემოთავაზებული სამუშაოები მოიცავს:

 

ქ. ზუგდიდში ბერნაძის ქუჩაზე და ლაღიძის ქუჩაზე, ქ. სენაკში სამხედრო დასახლებაში, ქ. ხონში

სამხედრო დასახლებაში, ქ. ფოთში აფხაზეთის ქუჩაზე, გურიის ქუჩაზე და ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე,

ქ.ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქ. წყალტუბოს კოპიტნარის დასახლებაში, ვერხვების და

ახალსოფლის დევნილთა კოტეჯურ დასახლებებში კეთდება ბავშვთა სათამაშო მოედნები, ხოლო

სამ დასახლებაში: ხონის, ფოთისა და წყალტუბოს დასახლებებში კეთდება სპორტული მოედნებიც.

ყველა დასახლებაში სამუშაოები უნდა შესრულდეს ერთნაირი, ტიპიური პროექტის მიხედვით.

 

 

 

 

  დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

               განცხადება საკონკურსო წინადადებების მოწვევაზე(2)