ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის სპორტული კომპლექსისა და გზის რეაბილიტაცია - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2016 წლის 10 ნოემბერს 16:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის სპორტული კომპლექსის შენობაში (ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ტერიტორია), გაიმართება ქვე-პროექტის„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის სპორტული კომპლექსისა და გზის რეაბილიტაცია“ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს სოფელ მატანში სპორტული კომპლექსისა და გზის რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ქეთევან პაპაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 599149696, ელ-ფოსტა: kpapashvili@mdf.org.ge;
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქ. ახმეტა, ბიძინა ჩოლოყაშვილის N49. საკონტაქტო პირი - ვაჟა ნასყიდაშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე. ტელ: 599857877.