საწურბლიას მღვიმემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

19 თებერვალი 2019
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB

2019 წლის 26 თებერვალს 15:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, საწურბლიას მღვიმეს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის - „საწურბლიას მღვიმემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 2) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე - გასწვრივ მდებარე კერძო სახლების ღობეებისა და ჭიშკრების შეცვლას.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქ. წყალტუბო რუსთაველის ქუჩა N25

 

საკონტაქტო პირები:

 

 - ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი

მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

  - მალხაზ ჩხეიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის  უფროსი

მობ: +995 595 95 96 01, ელ-ფოსტა: malkhazchkheidze@gmail.com 

 

    - იონა ჯოჯუა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის  ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი

მობ: +995 595 95 75 98, ელ-ფოსტა: iona.jojua@gmail.com


EMP_Satsurblia Road_geo