საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე სტუმრად გადაცემა „რეალურ სივრცეში“

13 ნოემბერი 2015

დავით ტაბიძემ გადაცემაში თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობაზე, კერძოდ  პროექტის მეორე სექციაზე,  ფონიჭალის დასახლებაში არსებულ მონაკვეთზე ისაუბრა.  დავით ტაბიძემ მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და დეტალურად განმარტა რომ აღნიშნულ მონაკვეთზე არ აშენდება ავტობანი და იქნება ურბანული გზა, ამასთან გაკეთდება გამწვანება, დამონტაჟდება ხმის ჩამხშობი მოწყობილობა და ვიბრაციის  საწინააღმდეგო  შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რათა მოსახლეობას  დისკომფორტი არ შეექმნას.  

 

 

    იხილეთ გადაცემა: https://youtu.be/bsvV7-iVHX0