ზარზმის მონასტრის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2019 წლის 10 აპრილს 15:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში მდებარე ზარზმის მონასტრის დარბაზში გაიმართება ქვე-პროექტის - „ზარზმის მონასტრის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მესამე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 3) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს:
- ორსართულიანი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და პარკინგის მოწყობა;
- კერძო მფლობელობაში არსებული მიმდებარე ღობეების მოწყობა და ერთსართულიანი შენობის ფასადის რეაბილიტაცია;
- თამარის წყაროს რესტავრაცია და წყარომდე მისასვლელი გზის მოწყობა;
- ვიზიტორთა ცენტრი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ავტოსადგომის მოწყობა;
- წყალმომარაგების, ელ-მომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის; ინდივიდუალური ბიოლოგიური გამწმენდი მოწყობილობის დამონტაჟება;
- ზარზმის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკონსერვაციო სამუშაოები;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ახალი გარე განათების მოწყობა;
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;
- ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: დაბა ადიგენი, თამარ მეფის ქ. #5
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
- გოდერძი სხირტლაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი
მობ: +995 591 91 88 84, ელ-ფოსტა: gode.sxirtladze@gmail.com