განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - გორის მუნიციპალიტეტის ვერხვების დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი 2015    /    ძალაშია: 7 დეკემბერი 2015

მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის N2531 განკარგულების საფუძველზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვერხვების დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო- სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 55 446 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2015 წლის 07 დეკემბერს 16:30 საათზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

   

            https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=169784&lang=ge