განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - სიღნაღში, „ორმილას“ დასახლებასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი 2015 / ძალაშია: 4 დეკემბერი 2015
მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N2464 განკარგულების საფუძველზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ქალაქ სიღნაღში, „ორმილას“ დასახლებასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 504 887 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2015 წლის 04 დეკემბერს 16:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=169733&lang=ge