სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს კვლევებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით.
2005 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ „გლობალური კონკურენტიანობის ანგარიშის“ ფარგლებში გაიანგარიშება გლობალური კონკურენტიანობის ინდექსი, რომლის მიხედვითაც შეფასებულია ქვეყნების ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სანიტარული პირობები, ბაზისური განათლება, შრომის ბაზრის მდგომარეობა და სხვა. აღნიშნული ანგარიში ემყარება სხვადასხვა ტიპის და ზომის კომპანიების ტოპ მენეჯმენტის აზრის კვლევას, რომელიც ყოველწლიურად 142 ქვეყანში ტარდება.
მოცემული კვლევა მიზნად ისახავს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაფორმირებელ კომპონენტებში ნეგატიური შეფასებების მიზეზების კვლევის მომზადებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ამოცანაა, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დაგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივ თვითმმართველობებს გამოვლენილი პრობლემატიკის დაძლევაში. შესაბამისად კვლევის შედეგებმა საშუალება უნდა მისცეს შემსყიდველს, ნათლად დაინახოს არსებული ხარვეზები და დასახოს გზები მათ გადასაჭრელად.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული: