ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის: ლორთქიფანიძე, გიორგაძისა და გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია
2019 წლის 21 მაისს 14:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა N65) გაიმართება ქვე-პროექტის - ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის: ლორთქიფანიძე, გიორგაძისა და გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 2) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;
- ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა N65.
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
- მამუკა მანიჩეიშვილი - ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. ტელ: 591 300 280