განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 იანვრის N15 განკარგულების საფუძველზე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურების, ხაზებისა და საყრდენი სვეტების სადემონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო დეტალური საინჟინრო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 27 იანვარს 12:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=176850&lang=ge
ამასთანავე გაცნობებთ, რომ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელისა და სავალდებულო ექსპერტიზის ხარჯების გადახდას უზრუნვეყოფს ფონდი. ანგარიშსწორება ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხორციელდება ფონდის დაკვეთით საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. კორექტირება შესაძლებელია პარასკევს დღის ბოლომდე.