ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის მოწყობა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა SUTIP 4 საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან

3 ივნისი 2019
მუნიციპალიტეტი: ბათუმი
დონორი: ADB

2019 წლის 6 ივნისს 11:00 საათზე, ქ. ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკის #23 - ში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია  2019 წლის ზაფხულის სეზონზე სანაპირო ზოლის გარკვეული მონაკვეთის გახსნისა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების შესახებ.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მდგრადი ურბანული ტრასნპორტის ინვესტირების პროგრამა SUTIP 4 ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმა 2019 წ. ზაფხულის სეზონზე სანაპიროს გასახსნელად ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - დ. აღმაშენებლის #150, ტელ: 243 70 01/313

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:

 -    ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი

მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge  

 -    სულხან ევგენიძე - საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორი, მობ: 591115000

   

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმა 2019 წ. .pdf