განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია: 28 იანვარი 2016 / ძალაშია: 4 თებერვალი 2016
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კმ 4+000 - კმ 10+800 მონაკვეთზე არქეოლოგიური კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 25 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 03 თებერვალს 13:00 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=178055&lang=ge