განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია: 5 თებერვალი 2016 / ძალაშია: 12 თებერვალი 2016
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მონასტერის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის (გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის საყრდენი კედლისა და ე.წ. „დავითის წყაროს“ წყალსადენი სისტემის) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 12 თებერვალს 12:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=179280&lang=ge