თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზა, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა SUTIP 3
23 მაისი 2019
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB
2019 წლის 7 ივნისს, ქ. თბილისში ფონიჭალის დასახლებაში საქართველოს უსინათლოთა კავშირის შენობაში (კულტურის სახლი) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ფონიჭალის დასახლების მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მხედველობადაქვეითებული პირებისათვის. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია სპეციალური ანგარიშის (Due Diligence Report)-ის შესახებ და თბილსი-რუსთავის საავტომობილო გზასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. შეხვედრები გაიმართება 14:00 საათზე და 16:00 საათზე. მხედველობადაქვეითებულ პირებს, რომლებიც ვერ შეძლებენ დასწრებას, ინფორმაცია მიეწოდებათ უშუალოდ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ მგფ-ს გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურს ტელ. (+995 32) 2437001/02/03/04 (205)