გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და საყრდენი კედლის მოწყობა
22 ივლისი 2019
მუნიციპალიტეტი: ქუთაისი
დონორი: WB
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 2) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს გელათის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციასა და საყრდენი კედლის მოწყობას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე.
დოკუმენტზე კომენტარებისა და შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
საკონტაქტო პირები:
ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
როლანდ ისაკაძე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველი, მობ: 577 278 017;