ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური უბნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირების საჯარო განხილვა

30 სექტემბერი 2019
მუნიციპალიტეტი: ყაზბეგი
დონორი: GOG

გაცნობებთ, რომ ამა წლის 3 ოქტომბერს, 13-საათზე,  გაიმართება, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური უბნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირების ესკიზური პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

პროექტი ხორციელდება სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს დაბა სტეფანწმინდის  ცენტრალურ უბანში არსებული უსახური შენობების ფასადების, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობების და დაბის ცენტრში არსებული ორი მცირე სკვერის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. ასევე  დაბის ცენტრალურ ნაწილში არსებული ქუჩათა ქსელის და კონკრეტული საინჟინრო ქსელების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

 

-                     დაბა სტეფანწმინდა,  ალ. ყაზბეგის ქ. # 2

 

საკონტაქტო პირები:

 

-                      ნინო დვალი , პროექტების მენეჯერი

 

მობ: +995 599 69 44 96, ელ-ფოსტა: ndvali@mdf.org.ge