საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯალაურთას შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 20 ივლისს 13:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის „ჯალაურთას შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. ქვეყანაში არსებული პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვა გაიმართება ჯალაურთას ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) დამატებითი დაფინანსების (AF) ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202 და ასევე ქ. საცხერის მუნიციპალიტეტის მერიაში - თავისუფლების ქ. #4, საჩხერე, საქართველო.
საკონტაქტო პირები:
ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი,
მობ.: 598 88 20 19,
ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge
კახა ცარციძე, ინფრასტრუქტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი
მობ: 598 87 70 25;
ელ. ფოსტა: kaxa.tsartsidze@mail.ru