წყალტუბოს და თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები
გამოქვეყნებულია: 21 აპრილი 2016 / ძალაშია: 27 ივნისი 2016
ტენდერის № IBRD-SIDA/RDPIIAF-SWMP/DSI/ICB/01-2016
საქართველომ მიიღო დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან რეგიონული განვითრების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება (RDP II AF), აგრეთვე შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსგან მდგრადი ჩამდინარე წყლების მართვის პროექტის დაფინანსება (SWMP) და აპირებს გამოიყენოს აღნიშული სახსრების ნაწილი წყალტუბოს და თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებისათვის.
პროექტის განხორციელება მოიცავს პროექტირებას, მოწოდებას და მონტაჟს:
ლოტი 1 - წყალტუბოს საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
ლოტი 2 - თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: SIDA DSI IFB_ENG