განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია: 4 მაისი 2016 / ძალაშია: 13 მაისი 2016
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ტაბაკინის წმ.გიორგის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 13 მაისს 13:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=189009&lang=ge