გორში ახალბაღის პარკის რეაბილიტაცია
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 21 სექტემბერს 12:00 საათზე, გაიმარება ქვე-პროექტის „გორში ახალბაღის პარკის რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. ქვეყანაში არსებული პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვა ჩატარდება ონლაინ Facebook აპლიკაციის საშუალებით.
ქვე-პროექტი „გორში ახალბაღის პარკის რეაბილიტაცია“ ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) დამატებითი დაფინანსების (AF) ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202 და ასევე ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში - ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის №5, ტელ: (+995) 577 50 09 12
ვისაც გსურთ ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: |
ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 598 88 20 19, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
|
|
ერასტი ელიჯარაშვილი, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, მობ: 555 42 45 55, ელ-ფოსტა: e.elijarashvili@gmail.com |