საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა ქ. ზუგდიდში

გამოქვეყნებულია: 31 იანვარი 2014    /    ძალაშია: 4 მარტი 2014

საქართველოს მთავრობამ მიიღო გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარება დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული პროექტის დასაფინანსებლად, რაც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა 8 სახლიანი საცხოვრებელი უბანის გარე  საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას  და ტერიტორიის კეთილმოწყობას ქ. ზუგდიდში (#KfW/CW/LCB/05).

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს კონკურსის მონაწილეებს, რომელნიც დააკმაყოფილებენ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქ. ზუგდიდში 8 სახლიანი საცხოვრებელი უბანის გარე  საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის და ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

 

მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე