განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია: 18 მაისი 2016 / ძალაშია: 25 მაისი 2016
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ფაყი-სკალდის საავტომობილო გზის გაწმენდისა და მდ. ლასკადურას ბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 420 318 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 25 მაისს 14:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=190306&lang=ge