ქობულეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა შენდება
24 მაისი 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ილია დარჩიაშვილმა ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში აშენდება გამწმენდი ავზი; საოპერატორო შენობა. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც, მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის არსებულ წყალსატევებსა და ზღვაში დაბინძურებული წყლის მოხვედრას და ქობულეთის მოსახლეობასა და ტურისტებს მრავალი წლის განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუგვარებს.
სამუშაოების ღირებულება 5,867,300 ლარია. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ეტაპობრივად 300-დან 400-მდე ადამიანი დასაქმდება.