რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა

8 მარტი 2014

 2014 წლის 18 მარტს 14:00 საათზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150, მე-3 სართული) გაიმართება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსიების  საჯარო განხილვა.

 

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის მიზნებია:

-   შერჩეული მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ეფექტურობისა და საიმედოობის გაუმჯობესება;

-         დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად მუნიციპალური შესაძლებლობების გაზრდა.

 

გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტში (ESMF)  წარმოდგენილია პროცედურები და განხორციელების მექანიზმი, ასევე დეტალური რეკომენდაციები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) პერსონალისა და ქვეპროექტის ინიციატორებისთვის  გარემოსდაცვითი სკრინინგის, შეფასებისა და მონიტორინგის საკითხებზე.

 

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი (RPF) მოიცავს მიწის შეძენისა და განსახლების პროცედურებს და ითვალისწინებს  საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიდგომებს აღნიშნული საკითხების მიმართ.

 

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტის და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსიების ნახვა, ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

 

RMIDP2-ESMF-eng.

RMIDP2-ESMF-ge.

RMIDP2-RPF-eng.

RMIDP2-RPF-ge.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0112, . აღმაშენებლის 150. მე-3 სართული

ტელეფონი: (99532) 2437001; 2437002; 2437003; 2437004

ფაქსი: (99532)2437077

ელ-ფოსტაmdf@mdf.org.ge