ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. დღეს სამუშაო პროცესს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.
ასპინძაში რაგბის სტადიონამდე მისასვლელ არსებული გზაზე ამჟამად გრუნტის საფარია, მისი სიგრძე 2 კმ-ს აღემატება, შესაბამისად ამ გზით სარგებლობისას, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, სირთულეები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს ისე ავტომობილებს. რაც თავისთავად ხელისშემშლელი ფაქტორია ახალგაზრებისა და მოყვარულთათვის დაკავდნენ სპორტით.
პროექტი ითვალისწინებს 2 ფენიანი ა/ბეტონის საფარის დაგებას, რომლის სიგანე 6 მ იქნება. გზის ვაკისიდან, წყლის არიდების მიზნით, ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა და ჩატარდება შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები. ობიექტზე დასაქმებულია 30 - მდე ადამიანი და სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
2016 წლის შემოდგომიდან მოსახლეობა დაუბრკოლებლად შეძლებს გადაადგილებას ამ გზაზე ნებისმიერ ამინდში.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარს სცდება.