საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან

6 მაისი 2014

2014  წლის 9 მაისს 16:00 სთ-ზე, ვაკის რაიონის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილი ქ. 10, ყოფილი ფიზიკის ინსტიტუსტის ტერიტორია), „თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაგრძელების და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება  საინფორმაციო შეხვედრა  მოსახლეობასთან.

აღნიშნულ შეხვედრაზე საზოგადოების წარმომადგენლებს მიეწოდებათ მოკლე ინფორმაცია პროექტისა და მისი განხორციელების პროცესში გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და შემარბილებებლი ღონისძიებების შესახებ.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძიათ დარეკონ  ნომერზე:  595  07 04 42