განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ტაძარი ნიკორწმინდა“ რესტავრაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

გამოქვეყნებულია: 15 ივლისი 2016    /    ძალაშია: 22 ივლისი 2016

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტაძარი ნიკორწმინდა რესტავრაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 35.000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 22 ივლისს 12:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

 

                         https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=196892&lang=ge