განცხადება ღია კარის დღესთან დაკავშირებით

5 მარტი 2021

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გეგმავს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ დაფინანსებული „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროექტის  ფარგლებში შესყიდვის პროცედურების განხორციელებას თბილისის 5 საჯარო სკოლისთვის (საჯარო სკოლები: #181, #43, #36, #165 და #169). პროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია/გამაგრებას და სრულ ენერგო-ეფექტურ რეაბილიტაციას.

აღნიშნული პროექტის ირგვლივ დაინტერესებული პირების დეტალურად ინფორმირების მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მართავს ღია კარის დღეს, რომელიც გაიმართება 2021 წლის 9 მარტს 13:00 საათზე, ინტერნეტის საშუალებით, ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
 
https://meet.google.com/kaq-hfog-ptb   
 
შეხვედრის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ კონკურსის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტის შინაარსს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.