ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან პარკირების მოწყობა და რეზიდენციასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 29 ივლისი 2016 / ძალაშია: 29 აგვისტო 2016
კონტრაქტის/ტენდერის #IBRD/RDPIII/CW/NCB/30-2016
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან პარკირების მოწყობა და რეზიდენციასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
ძირითადი სამუშაოები მოიცავს სავალი ნაწილის მოწყობას ცემენტბეტონის საფარით, გაბიონის კედლების, რკ.ბეტონის კიუვეტების და სანიაღვრე სისტემის, ასევე მონასტრის ეზოს მოპირკეთებას გრანიტის ძელურათი და პარკირების მოწყობას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=198544&lang=ge