კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი
2014 წლის 06 ოქტომბერს 14:30 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ ვარდისუბანში გამგებლის წარმომადგენლის ოფისის შენობაში გაიმართება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გეგმის“ დოკუმენტის საჯარო განხილვა.
ქვეპროექტი: სოფ. ვარდისუბანში, თელავში შესასვლელი ობიექტის დასუფთავება და კეთილმოწყობა (თელავის მუნიციპალიტეტი)
მოცემული ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდება ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა (რაშიც შედის   აზბესტშემცველი ნარჩენების გატანა  და განთავსება თელავის ნაგავსაყრელზე შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით); ნარჩენების ამჟამინდელი განთავსების ტერიტორიის კეთილმოწყობა და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიზაცია და მდ. მაწანწარას ნაპირგამაგრება. სამუშაოები მოიცავს:  ტერიტორიაზე არსებული  ნარჩენების მოგროვებას, შეფუთვას და გატანას; ტერიტორიაზე არსებული ნაყოფიერი ფენის მოხსნას და დასაწყობებას შემდგომი გამოყენებისთვის; ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას; გაბიონების მოწყობას მდინარის ნაპირის გასწვრივ;  ტერიტორიის მოშანდაკებას; ნაყოფიერი ფენის მოწყობას და ბიოლოგიურ რეკულტივაციას  (ბალახოვანი საფარის მოწყობა, მცენარეების დარგვა).
  
 დაინტერესებულ პირებს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:
 
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01;
· თელავის მუნიციპალიტეტი, ვარდისუბნის გამგებლის წარმომადგენელის ოფისი
 
 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
EMP Vardisubani geo 25.09.2014.docx


