ღია კარის დღე

28 აპრილი 2021

 29 აპრილს, 16.00 საათზე, “რეგიონების განახლების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საინფორმაციო სახის ონლაინ-შეხვედრას გამართავს საპროექტო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.

პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას.

პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: 

zoom.us/j/91229732175