ქვარა ჩართოლანი

ქვარა ჩართოლანი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2025 წლის აგვისტოდან.

 

ქვარა ჩართოლანი განათლებით ინჟინერ-ტექნოლოგი და ბიოტექნოლოგია. იგი სხვადასხვა დროს მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა საჯარო სექტორში. მას გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო სექტორში, მათ შორის ავარიული სახლების ჩანაცვლების, უძრავი ქონების განკარგვისა და ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში ათწლიანი მუშაობის შემდეგ, ქვარა ჩართოლანი გადავიდა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურში, სადაც უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2020-2022 წლებში კი იყო  ააიპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე.

 

2022 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა ააიპ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.