გორის რაიონის სოფლების: ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის და ზემო ხვითის წყალსადენის რეაბილიტაცია ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

21 იანვარი 2015

2015 წლის 23 იანვარს 15:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელი ნიქოზის რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება გორის რაიონის სოფლების: ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზისა და ზემო ხვითის წყალსადენის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

საზოგადოების წარმომადგენლებს  გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge
  • გორის მუნიციპალიტეტში, სოფელი ნიქოზის რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში საკონტაქტო პირი - გიორგი პაპიტაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი

მობ:. 5 99 85 16 44; ელ-ფოსტა: t.ichkiti@yahoo.com  

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

 

გორის რაიონის სოფლების ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის და ზემო ხვითის წყალსადენის რეაბილიტაცია